13:28 - 07 Jul, 2026
|
2025-01-30 13:04:33, 503 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი, რომლებსაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან, პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული, შსს-ს კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შეთანხმებით პროკურატუტურას მიმართა, თუმცა პროკურორს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. პოლიციამ დანიელ მუმლაძე 9 დეკემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)