|
2025-01-28 15:39:31, 453 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ მიქაელ მეძმარიაშვილის პროცესი 28 თებერვლისთვის გადადო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციების მონაწილის, არასრულწლოვან მიქაელ მეძმარიაშვილის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მეძმარიაშვილს შსს-ს წარმომადგენელი 11 დეკემბერს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, პროცესი მოსამართლემ დახურა. პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად მიქაელ მეძმარიაშვილმა და მისმა დედამ, რომელიც სხდომას ესწრებოდა. როგორც მათ განაცხადეს, საქმეში არსებული ვიდეოკადრებიდან არ ჩანს, რომ მიქაელ მეძმარიაშვილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა. მათივე განმარტებით, კადრებიდან, რომელიც ასევე მედიას მიაწოდეს, ჩანს მხოლოდ ის, რომ რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია, ხალხია შეკრებილი და აქციის მონაწილეებს შორის მშვიდობიანად დგას მიქაელ მეძმარიაშვილი. მოსამართლემ პროცესი 28 თებერვლისთვის გადადო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)