|
2025-01-27 17:39:42, 655 ნახვა
საზოგადოება
იოსელიანი - მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს
დღეს, 27 იანვარს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შემდეგ, ლევან იოსელიანმა მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს. "მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს. 12 იანვრიდან ის საკვებს არ იღებს [...] ჩვენ მისი განთავსების პირობები ვიცით - ამ პირობებთან დაკავშირებით, მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ქალბატონ მზიას არც ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებასა და მოპყრობაზე აქვს პრეტენზია. მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი რეგულარულად ხდება და კვლევები უტარდება. ექიმი მასთან დღეში სამჯერ შედის და ინფორმაციას იღებენ. ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ყველა ის დოკუმენტი ნახა, რაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ პერიოდში შეადგინეს. ეს დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. ჩვენი წარმომადგენელი პენიტენციური სამსახურის ექიმსაც ესაუბრა, ვინც იქ იმყოფება და დამატებითი ინფორმაცია მისგანაც მიიღო". - თქვა ლევან იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)