17:56 - 07 Jul, 2026
|
2025-01-24 17:26:08, 531 ნახვა
საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება. „გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 იანვარს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, მუხრანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)