|
2025-01-24 16:48:52, 575 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიას ინფორმაციით, საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან 03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთშიც შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ვერ შეძლებს, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)