|
2025-01-24 15:00:57, 566 ნახვა
საზოგადოება
„დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხალათით და ჩუსტებით მივიდა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი გაიმართა, ხალათით და ჩუსტებით მივიდა. საქმე მარიამ სიჭინავას მიერ ბალაკლავას ტარებას ეხებოდა. ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლემ ბალაკლავას ტარების ფაქტზე სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშიც ცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა. რაც შეეხება პარტია „დროას“ კიდევ ერთ წევრს, შუშანა მაცაბერიძეს, ის ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორს 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვებს. ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)