|
2025-01-24 11:40:40, 507 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები და პოლიტიკოსების ხმოვანი შეტყობინებებია ჩართული
მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს. ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერში ისმის მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო განცხადება, რომელიც მან ე.წ. რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან 2022 წელს გააკეთა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ჰაკერული შეტევა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)