|
2025-01-23 16:50:15, 431 ნახვა
საზოგადოება
24 იანვარს დაგეგმილ მარშს,მზია ამაღლობელის კოლეგები შეუერთდებიან
ხვალ, 24 იანვარს, რეჟიმის პატიმრების სოლიდარობისთვის დაგეგმილ მარშს მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეუერთდებიან. მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები 18:30 საათზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან (ბაქოს ქუჩა #4) შეიკრიბებიან და მარჯანიშვილის მოედნისკენ დაიძვრებიან. მარშის მონაწილეები პარლამენტისკენ გაემართებიან, სადაც სინდისის პატიმრების მხარდამჭერებთან ერთად გააგრძელებენ პროტესტს. მზია ამაღლობელი პოლიციამ ბათუმში აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. ამაღლობელი პირველად სამმართველოს კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. ამაღლობელი იმავე ღამეს მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)