|
2025-01-23 11:34:53, 425 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო. „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია. „ეს ნორმალურია? ეს რა ფორმა არის? ეს არის უნივერსიტეტის დაცვა? შემოდით და დაწერეთ ახლა თქვენი გამოცდები. ასე გვიცავს დაცვა სტუდენტებს?“ - განაცხადეს მათ. ინფორმაციისთვის, „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო სივრცე გუშინ დაიკავა. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, მათი იქ დგომის მიზეზი არის, რომ „შეუძლებელია ისწავლონ, მანამ, ვიდრე მათი თანატოლები ციხეში არიან, ვიდრე საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ვიდრე არ აქვთ საკმარისი სტიპენდია და სხვა მატერიალური პირობები“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)