11:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 02:01:42, 968 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - ევროპამ უნდა დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს

ძლიერდება ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ევროპამ უნდა დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სისასტიკისა და ძალადობის მიუხედავად, მამაცი ქართველი ხალხი 50 დღეზე მეტია აპროტესტებს მოპარულ ევროპულ მომავალს.

სხვათა შორის, ხალხი ქუჩაში (ქართულ ოცნებას) კრემლის ოცნებას, რუსულ ოცნებას ეძახის.

იმ დროს, როდესაც საქართველო იბრძვის ევროპული გზისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, ნათლად დავუჭიროთ მხარი მას.

პირველ რიგში, ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. 

მეორე, ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება.

მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

ძლიერდება ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ოპოზიციის ლიდერს გიორგი გახარიას უმოწყალოდ სცემეს, თავს ესხმიან დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელსაც 2-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ამას ევროპამ უნდა დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის დაუყონებლივ ჩატარდეს ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics