11:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 19:58:32, 622 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო აქტიურობის გამო პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია ხდება

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორმა დასაქმებულებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ.

"დირექტორის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს საჯარო მოხელეთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.

ჩვენ მითითებულ ქმედებას ვაფასებთ როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშომმლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმბეულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას.

აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებების და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნის და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აქტს, პარლამერნტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ.

ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად, ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს" - განაცხადეს პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics