|
2025-01-20 15:17:25, 639 ნახვა
სამართალი
გერმანიის საელჩო - იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემას
იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესებს. „გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს, მათ შორის, ავთანდილ კუჭავასა და დავით გოგილაშვილის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მათ სასამართლო პროცესებს გასულ კვირას ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავესწარით. ამასთან განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას, დაცული არის თუ არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. ბევრი მათგანი პროტესტების დროს პოლიციის გადამეტებული ძალადობის მსხვერპლიც გახდა. იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)