|
2025-01-20 13:36:16, 496 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, სხვა ალტერნატივა ვერ და არ დარჩება თვითმარქვია რეჟიმს, აუცილებლად გავიმარჯვებთ
ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ვიმყოფები რესპუბლიკელების მოწვევით. პარალელურად, ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება. სულ ორი დღით ჩამოვედი. რაც მთავარია, საოცარი მხარდაჭერაა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს. განსაკუთრებით იმ უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტის შემდგომ, რომელიც საქართველოშია, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ „ახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, სხვა ალტერნატივა ვერ და არ დარჩება თვითმარქვია რეჟიმს“. „ყველა ხედავს, რომ ჩვენ ერთად ვიბრძვით დემოკრატიული, ძლიერი საქართველოსთვის, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული წევრი იქნება. კონსენსუსია, ერთი ადამიანიც კი არ მინახავს, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომ არ შეიძლება, მოხდეს აღიარება ივანიშვილის რეჟიმის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს ძალაუფლება და დავაბრუნოთ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, რომელიც საფუძველს დაუდებს ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, რის შემდეგაც აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გაღრმავდება, მეტი ეკონომიკური საინვესტიციო თანამშრომლობა და რაც მთავარია, მეტი მეგობრობა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან – აშშ-სთან. ასე რომ, ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მითი, რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, დამთავრდება. დარწმუნებული ვარ, სხვა ალტერნატივა, გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა, ამ თვითმარქვია რეჟიმს ვერ და არ დარჩება. ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)