15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 13:52:37, 436 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ტრამპის ინაუგურაციაზე - ბილეთები იყიდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი და „ლელოს“ წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავენ.

„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ბილეთები. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან და ადის 2 მილიონამდე, ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია და შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, უნდოდა თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ვინმეს ინაუგურაციაზე დასწრება, კალაძე ამბობს, რომ ისინი ტრამპს მას შემდეგ შეხვდებიან, რაც ის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება.

„ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები იქნება მას შემდეგ, რაც თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics