|
2025-01-15 12:01:16, 380 ნახვა
სამართალი
მედიაომბუდსმენი მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება
მედიაომბუდსმენი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება და შესაბამისი წერილით სასამართლოს მიმართავს. წერილში მედიაომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას და არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის კვლავ დააკავეს. 13 იანვარს მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)