|
2025-01-15 10:49:37, 410 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - სოლიდარობა გიორგი გახარიას
პოლიტიკოსი გიგი უგულავა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება. უგულავამ გახარიას სოლიდარობა გამოუცხადა. „სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონდერ“ დეპუტატები დაესხნენ. აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში „ზონდერ“ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს, მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ. იქეთ რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ, ყველანაირი, ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ,“ - წერს უგულავა. ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)