|
2025-01-14 21:35:17, 506 ნახვა
სამართალი
ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, სასამართლომ 8-დღიან პატიმრობა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პროცესში გურამ მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დღეს გურამ მურვანიძესთან ერთად საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის, ლევან ხორავას სასამართლო პროცესიც გაიმართა. 8-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ლევან ხორავაც. გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს. ის ადმინისტრაციული მუხლით დაaკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)