|
2025-01-14 15:07:25, 519 ნახვა
სამართალი
აზერბაიჯანში ტერაქტის მზადების ბრალდებით საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს
აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაოების შედეგად აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე, აგილ ასლანოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჯეიხუნ ისმაილოვი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს. ასლანოვსა და ისმაილოვს აზერბაიჯანში ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვა ედება ბრალად. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნარკოტიკების გადატანით დაკავებული აგილ ასლანოვი 2024 წლის სექტემბერში დაუსახელებელი მესამე ქვეყნის სპეცსამსახურს შეხვდა, რომელმაც 200 000 დოლარის სანაცვლოდ ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წევრის მკვლელობა დაავალა და მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მედია უწყება, სპეცსამსახურმა ასლანოვს თავდაპირველად დაავალა, რომ მსხვერპლსა და მის სამუშაო ადგილზე აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაცია მოეპოვებინა და მათთვის გადაეცა, რისთვისაც მას 2 000 დოლარი გადაუხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)