15:06 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 09:11:37, 1974 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა ჟიტომირის, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

დრონები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავას, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის და მიკოლაივის ოლქებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics