19:08 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 15:28:09, 577 ნახვა

სამართალი
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა. როგორც  ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics