|
2025-01-13 10:57:05, 427 ნახვა
სამართალი
DRC - “ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს კვლავ მწვავე რეპრესიული პოლიტიკით უპირისპირდება
დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2025 წლის 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა. ორგანიზაციის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველას აქვს პირადი თავისუფლების უფლება. ადამიანის დაკავება დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად და დაკავება არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. დემოკრატიის კვლევის ცენტრის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტთა დაკავება თვითნებურად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა. ,,თითქმის არც ერთ შემთხვევაში, სახეზე არ იყო დაკავების კანონიერი საფუძველი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია - მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებებიც. ადვოკატებს კვლავ შეექმნათ დაკავებულებთან კომუნიკაციის ბარიერი - ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა (საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკის გზით), ცხადყოფს, რომ ,,ქართული ოცნების" მთავარ მიზანს ადამიანებში შიშის დანერგვა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის/განსხვავებული აზრის გაქრობა წარმოადგენს"- ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)