19:09 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 09:03:32, 410 ნახვა

სამართალი
პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 2024 წლის, 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

საქმე დასკვნით ეტაპზეა.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics