01:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 00:22:57, 518 ნახვა

პოლიტიკა
გენ-პროკურორის მოადგილე- ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, რომლის თანამდებობიდან წასვლის ამბავი 5 იანვარს ტვ „პირველმა“ გაავრცელა, რადიო თვისუფლებას განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება - დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნის ნაფიქრია და საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

„არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან“ - მოგვწერა ნათია მერებაშვილმა.

დღის განმავლობაში ტვ "პირველის" და შემდგომ სხვა მედიების ეთერით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics