17:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 10:20:36, 448 ნახვა

მსოფლიო
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის იმედი გვაქვს

სირიას უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის იმედი აქვს, – ამის შესახებ სირიის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ჰასან ალ შიბანმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი სიბიგას განუცხადა.

ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინის მიერ გაგზავნილი 500 ტონა ფქვილის ჩასვლის შემდეგ, უკრაინა სირიას დამატებით სასურსათო დახმარებას გაუგზავნის.

„ჩვენსა და უკრაინას შორის იქნება სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე და სამეცნიერო პარტნიორობა. რა თქმა უნდა, სირიელ ხალხს და უკრაინელ ხალხს აქვთ იგივე გამოცდილება და იგივე ტანჯვა, რაც ჩვენ 14 წლის განმავლობაში გადავიტანეთ“, – განაცხადა ასად ჰასან ალ შიბანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით, სირიაში იმყოფებოდა. სიბიგა დამასკოში სირიის დე ფაქტო ლიდერს, აჰმედ ალ შარაას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics