19:07 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-29 08:59:12, 447 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, 96 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია, სულ მცირე, 96 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ამ დროისთვის ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ერთი ეკიპაჟის წევრი და ერთი მგზავრი.

Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია სავარაუდოდ, ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics