|
2024-12-24 14:28:27, 494 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - პრეზიდენტი ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე არჩევნებისა და შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამავე განცხადების თანახმად, განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)