|
2024-12-24 12:21:20, 445 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 2024 წელს თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
მიმდინარე წელს თბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის საკრებულოში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის მიერ დაფუძნებული 190 საბავშვო ბაგა-ბაღის მეშვეობით 60 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, 2024 წელი დედაქალაქის მერიამ ხელფასების მატებით დაიწყო - 190 საბავშვო ბაგა-ბაღის ყველა - 13 335 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 15%-ით. მერის განცხადებით, ხელფასების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. კერძოდ, აშენდა და გაიხსნა ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა. ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დასრულდა ორი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მასშტაბური პროექტი. ჯამში, ჩამოთვლილ 7 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯა 32 მლნ ლარი.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს გაიზარდა სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღების“ მასშტაბი და 45-ის ნაცვლად, დედაქალაქს 50 საბავშვო ბაღი მოემსახურა, რომლებმაც ჯამში მიიღო 18 000 მდე აღსაზრდელი. თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას უკრაინელი ბავშვებისთვის გაწეულ მომსახურებაზეც გაამახვილა ყურადღება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)