12:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 16:25:49, 427 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ბერსეზე - პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის არგუმენტებით გვესაუბროს „გამჭვირვალობის კანონზე“ - მზაობა დავუდასტურეთ

რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“ და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს დისკუსიისთვის მზაობა დაუდასტურა.

„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“ და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. აქედან გამომდინარე ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics