16:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 12:05:20, 423 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე - ე.წ. პერფორმანსები რადიკალური ოპოზიციის აქციებია

ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე და ასეთი ფაქტები მხოლოდ დამატებით დასტურია იმისა, რომ ასეთი პერფორმანსები თავიდან ბოლომდე პარტიულად მართულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ეს ე.წ. პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია“.

„ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული „მაიდნის" და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარე ძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მისცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია, რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა მოიტანოს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics