00:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 23:57:20, 1382 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს 10 დეკემბერს უყრის

10 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საკითხის განხილვა, პლენარულ სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მოხდება. მომხსენებელი დეპუტატი დავით მათიკაშვილი იქნება.

აღნიშნულის გარდა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგში ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც დგას.

პარლამენტის საშემოდგომო სესია 13 დეკემბერს დაიხურება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics