|
2024-12-06 13:42:03, 511 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ა.კ. თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თავისუფლების მოედანზე, ბრალდებული ს.ს. თავს დაესხა პოლიციელს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. ხოლო, 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, დანით შეიარაღებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ს.ჯ. თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ღამის საათებში, „მზიურის" პარკში ბრალდებულმა განზრახ დააზიანა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის კუთვნილი 3 ცალი ვიდეო კამერა, რის შედეგადაც უწყებას მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა. დაკავებულებს ა.კ.-ს და ს.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ს.ს.-ს ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ლ.ჩ.-ს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)