17:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 01:38:57, 438 ნახვა

საზოგადოება
პარტიები მოუწოდებენ მოქალაქეებს აიღონ შვებულება და შეუერთდენ პროტესტს

4 პოლიტიკური კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მოითხოვონ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და აქციებს შეუერთდნენ.

განცხადებას ავრცელებენ: ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, კოალიცია ცვლილებისთვის და გახარია საქართველოსთვის. განცხადებაში ისინი ასევე მიმართავენ ქართულ კომპანიებს, დაუბრკოლებლად გასცენ შვებულებები.

"მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ქართულ კომპანიების, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!"- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics