13:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 16:33:07, 347 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველაფერი დალაგდება, გადაიტვირთება და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს, საერთაშორისო ურთიერთობები დალაგდება. 

ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. 

„იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. დაველოდოთ ამ ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ უკრაინასთან მიმართებით, როგორ ხელოვნურად იძაბება სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია აღნიშნული განცხადებები. ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება. ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური და ისეთი ურთიერთობა, როგორიც სჭირდება ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics