|
2024-11-29 01:25:22, 425 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებაზე - საჯარო სამსახურები იღვიძებენ!
საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44-მა თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)