|
2024-11-29 00:14:02, 404 ნახვა
პოლიტიკა
თბილისთან ერთად, საპროტესტო აქცია ქუთაისშიც იმართება
დედაქალაქის მსგავსად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მას შემდეგ გამართეს, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა. საპროტესტი აქციაზე მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშიკო მუმლაძე დააკავეს. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)