21:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 12:25:28, 426 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია ყაველაშვილის კანდიდატურაზე - ჩემთვის ეს ასოციაციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში

ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციაციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში,- ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას.

აქუბარდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი “უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს“.

“ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციაციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პოზიციას მისცემს ივანიშვილი მის მორჩილ ცხენს. ეს არის კიდევ ერთი ჩვენება იმისა, თუ რამდენად უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს ივანიშვილი და კიდევ ერთელ ჩვენება იმისა, რომ კიდევ ერთხელ თვითოზოლაციის გზით, თვითგანადგურების პროცესში მიდის ივანიშვილი იმ პარალელებით, რომელიც კალიგულასთან და მის ცხენთან დაკავშირებით არსებობს“,- განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, დღეს, მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი შედის.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics