|
2016-02-29 13:10:18, 640 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 17 ქუჩაზე საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ინიციატივით, მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, რეგულირება გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე (აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთი, ხიზანიშვილი (მ.ახმეტელის ორივე მხარე), ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი) 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას. „ჩვენ დღეს მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლითაც ორივე მხარე იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით, როგორიც არის ქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული წესრიგის დადგენა. ეს გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვას. ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ ადეკვატურად უპასუხეთ აღნიშნულ საკითხს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შევამციროთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის მერიის სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის უკეთ ორგანიზების დასაგეგმად, თბილისის მერიამ რამდენიმე სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა დისტრიბუციის განმახორციელებელ კომპანიებთან. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა სატრანსპორტო საცობების განტვირთვისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესის ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ასევე 240-ზე მეტ კომპანიას.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)