22:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 15:17:01, 682 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც 13 კანდიდატი მონაწილეობს.

ქვეყანაში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

13:00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 21,99% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 13:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 3 960 071-მა რუმინელმა გააკეთა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ვერცერთ კანდიდატი ვერ მოაგროვებს პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას და არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება.

ამ დროის მონაცემებით, პირველ ადგილს რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, "სოციალ-დემოკრატი" მარჩელ ჩოლაკუა 25%-ით იკავებს, მეორე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე "რუმინელთა ერთიანობის კავშირის" ლიდერი ჯორჯე სიმიონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics