|
2016-02-29 10:14:13, 601 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის (CIA) გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო. როგორც “ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში ოთარ დანელიამ შეხვედრა გამართა შვეიცარიელ კოლეგასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელთან, ბერნარ ლემანთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წარმატებით დასრულებაზე. 2016 წლის 27ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ხელი მოწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად ქართული პროდუქციისთვის ევროპის (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) 14 მილიონიანი ბაზარი გაიხსნება. ოთარ დანელიამ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და ღვინის საექსპორტო პოტენციალი გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, ტექნიკური და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. შვეიცარიულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული მამართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს. ოთარ დანელიამ შვეიცარიელი კოლეგა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოიწვია, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ქართული პროდუქციის წარმოების პროცესებს ადგილზე გააცნობს. გამოფენის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გაიმართა აგროალიმენტარის ტექნიკისა და პროდუქტების საერთაშორისო განვითარების ასოციაციის პრეზიდენტთან, ფრანსუა ბიურგოსთან, მსხვილფეხა საქონლის მაღალპროდუქტიული ჯიშების მოშენება-გავრცელების კუთხით მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებთან და საფრანგეთის ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში 40-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად 10 ათასს აჭარბებს. პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე და საქართველოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ატაშე ნიკოლა პერენი ესწრებოდნენ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)