14:34 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 18:10:00, 452 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: პრემიერმა „რესპუბლიკელებს“ კორექტულობისკენ „მრეწველებზე“ არანაკლებ მოუწოდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის თქმით, ფრაქციის სხდომაზე  პრემიერ-მინისტრმა როგორც „მრეწველებს“, ისე „რესპუბლიკელებს“ განცხადების გაკეთებისას კორექტულობისკენ მოუწოდა.

როგორც ვოლსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გოგი თოფაძესა და „რესპუბლიკელებს“ შორის  უთანხმოების საკითხს პოლიტსაბჭოს ფორმატშიც განიხილავენ.

თუმცა, ვოლსკის განმარტებით, პრემიერი სხდომის ჩატარების თარიღზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

„პრემიერმა  კორექტულობისაკენ მოუწოდა არანაკლებ „მრეწველებისა “   „რესპუბლიკელებსაც“, რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა, გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდანაც და პიროვნული ურთიერთობიდან, რომელიც გუნდს უნდა ახასიათებდეს. ვფიქრობ, კოალიციურობასთან დაკავშირებით კითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს უახლოეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავუბრუნდებით“,-განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ ფრაქციის შეხვედრა პრემიერთან საკმაოდ საქმიანი იყო, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად  მომავალ საკომიტეტო მუშაობაზეც იმსჯელეს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics