09:58 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 18:14:39, 368 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და გასვლა მართლა არ მოუწიოთ

განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

მისივე თქმით, მართლა აპირებს თუ არა ოპოზიცია მანდატებზე უარის თქმას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება. 

"განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება. მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება",- წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics