11:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 20:44:17, 421 ნახვა

პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გრძელდება - ვიდეო

სტუდენტები მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ.  მოგვიანებით ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები დსხვა სტუდეტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.

სტუდენტების ნაწილი თსუ-ს შენობაშია და მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ გაშლილი.  ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. 

პარალელურად, პროტესტის ერთ-ერთი კერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და სოლიდარობის ნიშნით უნივერსიტეტში ღამის გათენებას გეგმავენ.

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.

თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics