03:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 16:37:39, 375 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი გორში დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხელ სარჯველაძე გორში, კლინიკა "მედიქალ ცენტრში" იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა.

მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო  პროგრამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს. 

სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.

ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა - გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები (CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები, უფასოდ გაიცემა.  

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას რეგიონებში ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics