06:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 12:45:44, 391 ნახვა

საზოგადოება
ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, „თიბისიში“ ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება

“თიბისისთვის“, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მის გავრცელებასა და პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას ემსახურება.

“თიბისი“, როგორც საუკეთესო ტექ.დამსაქმებელი, თანამშრომლების პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს, შესაბამისად, დიდ ყურადღებას უთმობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას. სესიები თვეში ერთხელ, ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მისი თემატიკა იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისა და აქტუალური თემების შესაბამისად ირჩევა.

“ეჯაილ გილდიის შეხვედრებზე, წარმატებულ ან წარუმატებელ რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობთ. ასევე, ამ ფორმატში ზიარდება ეჯაილ სტრუქტურაში მიმდინარე საინტერესო სიახლეები და ცვლილებები. პროცესების გაუმჯობესებაში უშუალოდ ჩართული პირები მათ წინაშე არსებულ იმ ბენეფიტებსა თუ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს“,- განაცხადა ქეთა ცომაიამ, “თიბისის“ ეჯაილ მწვრთნელმა.

ეჯაილ გილდიის შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი ინტერესების შესაბამისი დისკუსია გამართონ - ასეთ ფორმატში თიბისელების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შეხვედრის ბოლოს, აუდიტორია სესიასთან დაკავშირებით საკუთარ უკუკავშირს აზიარებს, იმისთვის, რომ მათი სურვილები და ინტერესები მომავალი შეხვედრის თემატიკის დაგეგმვისას იქნეს გათვალისწინებული.

“თიბისიში“, ეჯაილ გილდიის ბოლო შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას ლეგიონის მუშაობის განახლებული მეთოდოლოგია - Chapter Framework - გაუზიარეს, რაც პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და მის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics