|
2016-02-27 10:20:18, 638 ნახვა
საზოგადოება
პედიატრიულმა კლინიკამ „გლობალმედი“, ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიასგან" ჰუმანიტარული დახმარება მიიღო
პედიატრიულმა კლინიკამ „გლობალმედი“, ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიასგან" ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. „ჰუმანითი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, ანდრიი კუზმას განცხადებით, კომპანია აგრძელებს კლინიკებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას. „ჩვენი აქციის ფარგლებში დღეს პედიატრიულ კლინიკა „გლობალმედს“ ვესტუმრეთ და ჰუმანიტარული დახმარების სახით პატარა პაციენტებისთვის საჭირო ის მედიკამენტები გადავეცით, რომელიც მათი მკურნალობის პროცესისთვისაა აუცილებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ "ჰუმანითი ჯორჯიას" უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ GMP–ის სერთიფიკატს და მათ დამატებით, ასევე გავლილი აქვთ ხარისხის სერიული კონტროლი. იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი ჰუმანიტარული აქცია „გლობალმედის“ პატარა პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს. ჰუმანიტარული მიმართულება ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია და კომპანია ამ მიმართულების განვითარებას მომავლშიც გეგმავს“, – აღნიშნა ანდრეი კუზმამ. ჰოლდინგ „გლობალმედის“ გენერალური დირექტორის გოჩა ცინცაძის თქმით, სასიამოვნოა ფაქტია, როცა ფარმაცევტული კომპანია კლინიკებისადმი ყურადღებას იჩენს და ჰუმანიტარულ აქციათა სერიას ატარებს. „რა თქმა უნდა, ჩვენი კლინიკისთვის მნიშვნელოვანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული აქცია“. მიმაჩნია, რომ გარდა იმ სიახლეებისა, რასაც ეს კომპანია საზოგადოებას ჰპირდება, საუბარია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატებით ბაზრის მომარაგებაზე, მათი ჰუმანიტარული მიმართულებაც აღსანიშნი და დასაფასებელია. ანდრიი კუზმას განცხადებით, "ჰუმანითი ჯორჯიას" პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით, ისინი გაცილებით დაბალ ფასად არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. არსებული ინფორმაციით, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, „ჰუმანითი ჯორჯიას“ ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით. „ჰუმანითი ჯორჯიას“ კარდიოლოგიური ჯგუფის პრეპარატები უკვე იყიდება ყველა წამყვან სააფთიაქო ქსელში და მათი შეძენა მომხმარებელს, ანალოგებთან შედარებით, მინიმუმ 30%–ით იაფად შეუძლია. უახლოეს მომავალში ბაზარი „ჰუმანითი ჯორჯიას“ სხვა ჯგუფის პრეპარატებითაც მომარაგდება. ანდრიი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)