06:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 10:16:55, 356 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, პოლონეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში EnoExpo 2024  ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, EnoExpo რომელიც უკვე 21-დ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

“გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს  სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის  მიზნით.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5,2 მლნ ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics