|
2024-11-04 16:47:26, 340 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას გარედან ნიშნავდნენ
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდა, ქართველმა ხალხმა უკვე აღიარა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მოლდოვასა და საქართველოში განსხვავებული არჩევნები ჩატარდა. „მოლდოვაში იყო საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების აღიარებას, აღიარება მოგვცა ქართველმა ხალხმა - მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, ვინც მოვიდა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპულ მომავალს. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა მოგვცა ლეგიტიმაცია და არა ვიღაცებმა გარედან. ამის სურვილი გქონდათ, რომ ის რადიკალები, რომლებიც არიან, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით, არამედ გარედან დაესვათ ვიღაცებს. ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას გარედან ნიშნავდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)