18:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-03 13:32:51, 388 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის წახალისებას ცდილობს

ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის წახალისებას ცდილობს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ Sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები არ იზღუდება.

"ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როცა ვინმე, ვინც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით, ცდილობს რევოლუციის წახალისებას საქართველოში, ჩვენ ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში მისი დაფინანსება უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონით არ იზღუდება ადამიანის უფლებები. აქ საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე. ეს კანონი პასუხობს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics