18:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-02 13:49:51, 461 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს

ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს საპროტესტო აქციები შეადგენს, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოგვპარა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, “პარტიები ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს“

“რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რუსული რეჟიმის იზოლაციაში დატოვება, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად ქართველ ხალხს დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი გამარჯვება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics