|
2016-02-26 18:03:30, 2026 ნახვა
რეგიონი
ნუგზარ სურმანიძემ ტერნოპოლის დელეგაციას უმასპინძლა
ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის ტერნოპოლის დელეგაციას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე შეხვდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია დაკომპლექტებულია ტერნოპოლის მერის მოადგილის ლეონიდ ბიცურასას, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების დეპარტამენტის, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, ეკონომიკის უნივერსიტეტის და ტერნოპოლის სპორტსკოლის წარმომადგენელების შემადგენლობით. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა განიხილეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა. ამჟამად ტერნოპოლის საქალაქო საავადმყოფოში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმი გადის. შეხვედრაზე მინისტრმა ვიცე მერს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. ტერნოპოლი და ბათუმი 2011 წლიდან დამეგობრებული ქალაქები არიან. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკონომიკის, ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)